ეკონომისტთა დღე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ლარის 30 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე ცნობილმა ეკონომისტებმა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემის გარშემო მოხსენება წარადგინეს, მათ შორის ისაუბრეს ლარიზაციის გაზრდილ როლზე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში, ეკონომიკურ გლობალიზაციასა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე.