ეკონომიკური ზრდის პროცესი
2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5 %-ით გაიზარდა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2025 წლის დეკემბერში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.