ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტია. საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ენერგეტიკა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში.