ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

ეკონომიკური ზრდა საქართველოში ისევ ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შვიდ თვეში ეკონომიკა 10,3 პროცენტით გაიზარდა. ივლისში კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა. ხოლო კლების ტენდენცია დამამუშავებელი მრეწველობის დარგში დაფიქსირდა.