ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
ეკონომიკური მაჩვენებლები გაიზარდა 6.3 პროცენტით – საუბარია 2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდსა და ბოლო 8 თვის მონაცემზე. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.