ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

15:15, 31.12.2025

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი განისაზღვრა 7.5 პროცენტით. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა. ხოლო კლების ტენდენცია მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში გამოიკვეთა.

მსგავსი