ეკონომიკური საბჭოს სხდომა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს, იმსჯელეს კერძო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მექანიზმებზე. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისივე თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება, რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა კურორტ გოდერძიზე გამართული საინვესტიციო ბიზნესფორუმის მნიშვნელობასაც და აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მაღალმთიან აჭარაში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის დამატებითი სტიმულია.