ეკონომიკური ფორუმი

12:23, 22.11.2025

„საფინანსო სექტორი 2025: შესაძლებლობები და გამოწვევები“- ამ სახელწოდების ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გახსნა. დისკუსიაზე ნათია თურნავამ ქვეყნის მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები ჯანსაღია როგორც ეროვნული ბანკის, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით. მან ასევე ისაუბრა საფინანსო სექტორზე და ხაზი გაუსვა მის მდგრადობას მიმდინარე შოკებთან მიმართებით.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, ასევე აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი