ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

ეკონომიკის მინისტრის ამერიკაში ვიზიტი გრძელდება. ლევან დავითაშვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი გავლენა და გამოწვევები. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა ბიზნესმენებმა ინტერესი გამოთქვეს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საფინანსო სექტორის მიმართ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე.