ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 2025 – მონაცემებს აქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“. საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა და 69 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა. ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს: საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, პოლონეთს, ხორვატიასა და სხვა.