ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში
ეკონომიკის მინისტრი ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება. შეხვედრა გაიმართა ტრანსპორტის მინისტრთან. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებზე, რომელთაც მეტი ტვირთის მომსახურება შეუძლიათ უზბეკეთიდან. აღინიშნა, რომ უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია, გაზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფნის გავლით. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი ტაშკენტის ტექნოპარკს ეწვია და მის საქმიანობას გაეცნო. საწარმოო გაერთიანება 100 ჰა ტერიტორიაზე მდებარეობს, ინვესტიცია კი 600 მლნ დოლარზე მეტია.