ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

15:13, 25.04.2026

15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. China Eastern Airlines რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოსთან ერთად კი ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა ოქმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინვესტიციების მოსაზიდად ჩამოყალიბდება საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი.

 

მსგავსი