ეკონომიკის მინისტრი შანხაიში

15:17, 18.07.2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შანხაიში „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს. ღონისძიებას 100-ზე მეტი სახელმწიფოს საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მსგავსი