ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში უწყების 2019 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს

ეკონომიკის მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. გიორგი ქობულიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოუსმენენ, სადაც მინისტრი მისი უწყების 2019 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, სიღარიბის დაძლევა და საინვესტიციო გარემო, – საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ ამ საკითხებით დაინტერესდება. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი შეფასებები კრიტიკულია. დღევანდელ სხდომაზე, ხელისუფლების ოპონენტები, შეკითხვებს სავარაუდო კორუფციასა და ტენდერებთან დაკავშირებით დასვამენ.