ekalata.gov.ge-ს ახალი ფუნქციონალები დაემატა

18:12, 31.08.2026

პორტალ ekalata.gov.ge-ს ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ და კიდევ ორი ფუნქცია დაემატა. ესენია დანაზოგის დათვლა და ფასების თვიური დინამიკა. სამთავრობო საინფორმაციო პლატფორმაზე მომხმარებელს 14 სავაჭრო ობიექტში არსებული ფასების შედარება შეუძლია. აგვისტოს მონაცემებით, პორტალზე განთავსებულ პროდუქციაზე ჯამურმა დანაზოგმა 2 200 ლარს გადააჭარბა, ქსელებს შორის ლიდერი კი „კარფური“ გახდა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, სამომავლოდ პლატფორმის მობილური აპლიკაციაც ამოქმედდება.

მსგავსი