EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

15:12, 26.09.2025

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ანგარიში ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მაჩვენებლებია მოცემული, წელს მშპ-ის ყველაზე დიდი ზრდა საქართველოშია მოსალოდნელი.

მსგავსი