„ძლიერი საქართველოს“ წევრები, ფიქრია ჩიხრაძე და ვატო სურგულაძე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმთა კონსილიუმის მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, მოშიმშილეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს. სურგულაძისა და ჩიხრაძის განცხადებით, საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება. ისინი ინფორმაციის ნაკლებობაზეც მიუთითებენ და განმარტავენ, რომ ამ დრომდე ამაღლობელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არცერთი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.