აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, უამინდობის გამო, კონგრესის შენობაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, 20 იანვარს ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ.
საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება. მედიის ცნობით, ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც კონგრესში შედგა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა.
ცერემონიის შეცვლილ ლოკაციას სოციალურ ქსელში თავად ტრამპი გამოეხმაურა და გადაწყვეტილება ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყინვით ახსნა. „ნებისმიერ შემთხვევაში, მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით,“ – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.
ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებას ათასობით ადამიანი გეგმავს, ცერემონიას დაესწრებიან ქართველი პოლიტიკოსებიც, მათ შორის არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია – ოპოზიციის გამოხმაურება