დონალდ ტრამპის გეგმა
დონალდ ტრამპი ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ იორკში პოლიციის აკადემიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა სრუტეში ბლოკადა დააწესა და იქ ამერიკის სურვილის გარეშე ვერცერთი გემი ვერ გადის. ტრამპის განცხადებით, მან შექმნა სამხედრო ძალები და იმაზე მეტჯერ გამოიყენა, ვიდრე ეს სურდა, თუმცა, მისი თქმით, ვერ დაუშვებდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა. ტრამპმა ირანს მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი ქვეყანა უწოდა.