დონალდ ტრამპის განცხადება
ამერიკას „ჰორმუზის სრუტეზე“ „სრული კონტროლი“ აქვს, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მას სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადების იდეა მოსწონს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანს მისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, თუმცა, ბლოკადამ ეფექტიანად იმუშავა. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევისგან ჯერ კიდევ შორს არიან. მისივე თქმით, თეირანს შეთანხმება სურს, თუმცა, არა ისეთი, როგორსაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს.
ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონის მთავარი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებაა. მისი თქმით, აშშ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გახანგრძლივებას, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა, არ ცდილობს.