ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან ომი დაასრულა და აშშ-მა ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია. დოკუმენტზე ხელმოწერა, შესაძლოა, მიმდინარე შაბათ-კვირას ევროპაში მოხდეს და ჰორმუზის სრუტე შეთანხმების ხელმოწერისთანავე გაიხსნება. დონალდ ტრამპის თქმით, ირანი დათანხმდა, რომ არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, ეს კი აშშ-ის მთავარი მიზანი იყო. ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდა თუ არა ირანის უზენაესი ლიდერი შეთანხმებას, ტრამპმა უპასუხა: „როგორც გავიგე, პასუხი დადებითია“.