დისკუსია ონლაინ დასაქმების დაბეგვრის თაობაზე

15:30, 03.05.2023

უნდა დაიბეგროს თუ არა ფიზიკური და იურიდიული პირები დისტანციური მუშაობისა და დასაქმების შემთხვევაში საგადასახადო სისტემით – ამ საკითხზე დისკუსია გაიმართა. მონაწილეობა მიიღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბიზნესომბუდსმენმა და ევროპის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.

სპიკერების განმარტებით, ტექნოლოგიების განვითარებასა და დისტანციური დასაქმების სწრაფად მზარდმა ტენდენციამ განაპირობა საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის საკითხი. აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკისა და საკითხის შესწავლის შემდეგ გადაწყდება, არსებობს თუ არა აღნიშნულ თემაზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების საჭიროება.

 

მსგავსი