დისკუსია გლობალური ეკონომიკის გამოწვევების შესახებ
აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის მთავარი თემა გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური ლანდშაფტის გამოწვევები, არსებული გაურკვებლობები და მომავლისთვის მზადება იყო. ნათია თურნავამ კოლეგებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ახალი რისკების ანალიზისა და მართვის ჩარჩო გააცნო.