დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ღვინის დღეებს გამოეხმაურნენ

დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ღვინის დღეებს ეხმაურებიან. ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ახალ ყოველწლიურ ფესტივალს – „ღვინის დღეები საქართველოში“, 8 000-წლიან ტრადიციებზე დაყრდნობით ვიყურებით მომავალში!- წერს შვედეთის ელჩი „ტვიტერზე“. ნიდერლანდების ელჩის განცხადებაში კი ვკითხულობთ: ტრადიციული რთველი საქართველოში ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ისრაელის ელჩი მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს მსგავსი ინიციატივის  წამოწყებისთვის, რომლიც ქართული ღვინის კიდევ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა. ისინი ახლად დაფუძნებული ფესტივალის ღვინის დღეების გახსნასაც დაესწრნენ.