დიმიტრი ხუნდაძე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. დიმიტრი ხუნდაძე სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ხუნდაძის განცხადებით, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი.