დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს განცხადება

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს და გამოცხადებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს: ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია; საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, პანდემიის შეკავების მიზნით, დაემორჩილონ რეგულაციებს.