დიალიზის სერვისი ამოქმედდა წნორში. ის ადგილობრივ ბენეფიციარებს მოემსახურება. ცენტრი ყოველდღიურად 16 პაციენტს მიიღებს. მუნიციპალიტეტში ჯამურად, სერვისით 32 ბენეფიციარი ისარგებლებს. ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რათა დიალიზის ცენტრები სხვა რეგიონებშიც ამოქმედდეს. მოქალაქეებს დიალიზის სერვისს 50 სამედიცინო დაწესებულება აწვდის, ჰემოდიალიზის მომსახურებით კი 3 000-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.