დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა. სადღესასწაულო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, თანამოსაყდრესთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქალაქ ნაზარეთში ამ დღეს იშვა. პატრიარქმა მსახურების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.