დღეს, 21:00 საათზე, „მადლიერების ტაშის“ აქცია გაიმართება

დღეს, 21:00 საათზე, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორი 3-ის“ თანაორგანიზებით, „მადლიერების ტაშის“ აქცია გაიმართება. ერთსა და იმავე დროს, საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს.

ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, საქართველო საერთაშორისო კამპანიას შეუერთდეს.

მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.