დღეს, 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ათი დღით დაიკეტება

დღეს, საღამოს 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ათი დღით დაიკეტება. იკრძალება ამ ქალაქებში შესვლა და მათი დატოვება. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ათდღიანი შეზღუდვის პერიოდში, მოქალაქეებს უფლება ექნებათ, რომ თავიანთ რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნდნენ.

ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ან რუსთავში სტუმრად იმყოფებოდნენ და მათი რეგისტრაციის მისამართი სხვა ქალაქშია, დღეს, 21:00 საათამდე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს ქალაქები დატოვონ. ვიცე-პრემიერის განმარტებით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება.