დღეიდან „პისიარ კვლევების“ ჩატარება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი
დღეიდან ბიოლოგიური სინჯების, ე.წ. პისიარ კვლევების ჩატარება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი. მოქმედ ხუთ ლაბორატორიას დაემატა სამი თბილისში, ერთი ქუთაისსა და ერთიც ბათუმში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ფართოვდება ტესტირების მიზნობრივი კატეგორიები.
მაღალი რისკის ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ „პისიარ მეთოდით“ დაიტესტება. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევიდან, თითქმის ორი თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად ე.წ. პისიარ ანუ ოქროს სტანდარტის ტექნოლოგიით კვლევა 8 400-მდე ადამიანს ჩაუტარდა, სწრაფი ტესტის საშუალებით კი ოთხი ათასამდე პირი შემოწმდა.