დგას თუ არა აშშ-ი ახალი ეპიდაფეთქების ზღვარზე, რა დამატებით ზომებს მიმართავს ქვეყანა შემთხვევების მატებასთან ერთად და რას სთხოვს ახალგაზრდებს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი

პანდემიის ეპიცენტრი კვლავ შეერთებული შტატებია. ბოლო რამდენიმე დღეა, ამერიკაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. დღე-ღამეში 40 ათას შემთხვევაზე მეტი ინფიცირებულია. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების ფონზე, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მოსახლეობას მკაცრ გაფრთხილებებს აძლევს. ვირუსის პრევენციის მიზნით, შეზღუდვების დაწესებაც იგეგმება.