დეპუტატები პუტინის ბრძანებას აფასებენ

პუტინის ბრძანებას, ავიამიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აფასებენ დეპუტატებიც. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს ეკონომიკაზე, შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიოს, თუმცა, ეს იქნება მოკლევადიანი.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ალტერნატიული ბაზრების დივერსიფიცირება დროულად მოახდინოს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა როგორც ეკონომიკური, ასევე ქვეყნის პოლიტიკური ინტერესი არ დაზარალდეს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პუტინის განკარგულებას.