დეკემბრის ბოლოდან გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

დეკემბრის ბოლოდან გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა ისაუბრა. პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში ვირუსების საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, მისი განმარტებით, 100 000 ადამიანიდან ვირუსი 170 დაუფიქსირდა.

ვირუსის სიმპტომებია: სიცხე და ყელის ტკივილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ.