დავითაძის უფლებადამცველის განცხადება
პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურნენ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატი და ოჯახის წევრები. მათი თქმით, საგამოძიებო უწყებას არ ენდობიან, მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ ხელისუფლების დავალება შეასრულა და გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაასრულა.
მსჯავრდებულის მშობლების თქმით, სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. დავითაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა და მასალები ჯერ არ გადასცემიათ. ადვოკატ სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, დავითაძის დაცვის ქვეყანაში ყველა სამართლებრივ ნაბიჯის ამოწურვის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.