სოფლის მეურნეობის მინისტრი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დავით სონღულაშვილმა მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ ვითარებაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე გაამახვილა. დისკუსიისას აქცენტი სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე გაკეთდა. საუბარი შეეხო სიახლესაც, რომლის მიხედვითაც – 2025 წლის რთველის დროს მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორის მეშვეობით მოხდება. შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.