დავით ხმელიძის მრავალპროფილური მეურნეობა

▶ „ფერმის“ აგროგმირთა გალერეას კიდევ ერთი წარმატებული ფერმერი შეემატა. გაიცანით ბოლნისის მკვიდრი, დავით ხმელიძე, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნა და განავითარა წარმატებული მრავალპროფილური მეურნეობა. ნახეთ კაკლის ბაღები, ხორბლის მოვლა-მოყვანა, ფერმერთა მომსახურების ცენტრი და საველე ლაბორატორია, მიიღეთ საჭირო რჩევები და გაიგეთ მეტი გამოცდილი ფერმერისგან;

 რუბრიკაში „არტიშოკი” არაჩვეულებრივი სანახაობა გელით: ულამაზესი ხოხბები, კაკბები, იხვები და სხვა უნიკალური ფრინველები.

ნახეთ როგორ შექმნა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში, ილია შეყილაძემ იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მცირე მეურნეობა. გაიგეთ, როგორ აპირებს ახალგაზრდა კაცი გადაარჩინოს ის, რაც არა მხოლოდ ბუნების, ქართული ლეგენდის ნაწილია.

ფერმა