თბილისელი ზაზა მეზვრიშვილის მცირე მეურნეობა პატარა გარეჯვარში

▶ პანდემიის დროს დაწყებული აქტიური აგროსაქმიანობა, მშობლიურ სოფელში დაბრუნებული ზაზა მეზვრიშვილი და მისი მცირე მეურნეობა: ვენახი, ღვინო, ხეხილის ბაღი, საქონელი და ერთ ჯიშიან ღორზე დამყარებული დიდი იმედი!

ნახეთ, როგორ დაუძახა თბილისელ კაცს მამა-პაპის მიწამ და როგორ აპირებს დამწყები ფერმერი საკუთარი მეურნეობის განვითარებას მავთულხლართებიდან რამდენიმე კილომეტრში!

▶ რუბრიკაში #არტიშოკი გაიცანით, სოფელ ქვემო ბოლნისის მკვიდრი 24 წლის თურანა ჯალილოვა, რომელიც აზერბაიჯანულ სკოლაში ქართულ ენას ასწავლის და სურს მიღებული ცოდნა საკუთარ მუნიციპალიტეტს მოახმაროს. ნახეთ, ტრადიციული ბოლნური წესით დამზადებული ღვინო და უგემრიელესი აზერბაიჯანული „ხანგალიყურუთით.

გაიგეთ, რატომ არ ეშინია სირთულეების ახალგაზრდა ქალს და რა ეხმარება მას მიზნის მიღწევაში.

წამყვანი: ნუცა გამცემლიძე

ფერმა

დატოვე კომენტარი