დაშავებული ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გუდაურში, უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კატასტროფის ბრიგადამ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტს მთელი სხეულის არეში მრავლობითი, ძლიერი დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა ჰქონდა. მაღალტექნოლოგიური კვლევებისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, ექიმების განცხადებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.