დასაქმებულთა ხელფასები 
2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 11.5 პროცენტით გაიზარდა და 1970 ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამ მონაცემით 2024 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში. საშუალო ხელფასის მიხედვით ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.