დამწყები გიდების გადამზადება

12:28, 08.04.2026

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს. ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. მათ ლექციები ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიის, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობების, ექსკურსიათმცოდნეობის, გიდის პროფესიის, ტურის დაგეგმვის, გიდის ფსიქოლოგიისა და საქართველოს ისტორიის შესახებ უტარდებათ.

სამთვიანი სატრენინგო პროგრამისას ისინი ასევე შეისწავლიან პირველად დახმარებას. სწავლება თეორიულ ტრენინგებთან ერთად მოიცავს ქალაქის მარშრუტებსა და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებასა და პრაქტიკულ გამოკითხვებს.

მსგავსი