დამწვრობის ცენტრში ფსიქოსოციალური სერვისის პრეზენტაცია გაიმართა

 ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფსიქოსოციალური სერვისის პრეზენტაცია გაიმართა. სერვისის მიზანი, დარგის სპეციალისტებთან ერთად, პაციენტებისთვის სამედიცინო პროცედურების დროს სტრესის შემცირებაზე ზრუნვაა.

ასევე, ცენტრში მშობლებსა და ბავშვებს მოსალოდნელ სამედიცინო გამოცდილებაზეც მოამზადებენ. ცენტრში ბავშვზე ორიენტირებული გარემო შეიქმნა, რომელიც საჭირო ინვენტარით მოეწყო.