დაკავება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით

პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები გახსნა. დაკავებულია სამი პირი. მათგან ორი საცხოვრებელი სახლიდან ფულის, სამკაულებისა და მობილური ტელეფონის მოპარვისთვის აიყვანეს. მოპარული ნივთები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირია დაკავებული. მან თანამზრახველებთან ერთად, რუსთავში, აზერბაიჯანის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 9 500 ამერიკული დოლარი გასტაცა. უკვე დადგენილია დაკავებულის თანამზრახველების ვინაობა და მათ დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.