დაკავება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით

12:15, 13.10.2025

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით, ქვეყნიდან მიმალვის მიზნით გაემართა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი