დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით
წარსულში ნასამართლევი მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება 1986 წელს დაბადებულ პირს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.