დაინფიცირებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა

დამაკმაყოფილებელია იმ ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც კორონავირუსით ავღანეთში დაინფიცირდნენ. 28-ვე ჯარისკაცი სამხედრო ჰოსპიტალშია. მათ შემთხვევაში, ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და პაციენტებს გართულებები არ აქვთ. დეტალური კომენტარი სამედიცინო დაწესებულებაში დღეს აღარ გაკეთებულა. სამხედროების ინფიცირების წყარო,  ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.

ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი ჯარისკაცები სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, საქართველოში გუშინ ჩამოიყვანეს.