დაცული ტერიტორიები – ვიზიტორებისთვის საინტერესო ლოკაცია

12:32, 12.09.2026

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა. მიმდინარე წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთი პროცენტითაა გაზრდილი. ხოლო, 2026 წლის რვა თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ჯამში 849 448 ვიზიტორი დაფიქსირდა, მათ შორის 505 209 საერთაშორისო ვიზიტორია. ვიზიტორების რაოდენობით ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი წარმოადგენენ.

 

 

მსგავსი