დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გრიპის ვაქცინის მარაგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის 4 000 დოზა სტრატეგიულ მარაგშია.

ამირან გამყრელიძე ორსულებსა და დიაბეტით დაავადებულ პირებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. მიმდინარე კვირის ახალ მონაცემებს ცენტრი ორშაბათს გამოაქვეყნებს.