ცვლილებები შრომის სტანდარტის რეგლამენტში

ჯანდაცვის სამინისტრო ახალ რეგლამენტზე მუშაობს. უსაფრთხოების ნორმები, რომელთაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებთან და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის პრინციპს ეხება. ცვლილებების მიზანი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაა.

შემუშავებული დოკუმენტი ჯანდაცვის მინისტრმა, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებს უკვე წარუდგინა. შეხვედრაზე მხარეებმა საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.