ცვლილებები ჯანდაცვის შესახებ კანონში 

საქართველოს პარლამენტში ხვალიდან რიგგარეშე სესიები იწყება. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 50-მდე საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის განიხილავენ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს. პროექტის თანახმად, 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადა 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. კანონპროექტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

მხარეთა პოზიციებს თეონა მანაგაძე გაგვაცნობს.